ბახმაროს სკანდალი გრძელდება - რატომ გაწირა ჩოხატაურის მერიამ საკუთარი მოქალაქეები
ავტორი: გურიის მოამბე
ბახმაროს სკანდალი გრძელდება - რატომ გაწირა ჩოხატაურის მერიამ საკუთარი მოქალაქეები

 

2010 წელს 10 დღის განმავლობაში დაახლოებით ასმა მესაკუთრემ მიატოვა საკუთრების უფლება ბახმაროში არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, იმ დროისათვის სიხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ჩოხატაურის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელსაც ედავებოდნენ პოლიციის მაღლაჩინოსნებისათვის უკანონოდ, კურორტზე რეკრეციულ ზოლში არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას.

იმ დროისათვის პოლიციასა და გარმოესდაცვის ინსპექციას ბევრი არ უფიქრია ისე მოსთხოვა ასამდე პირს საკუთრების უფლების მიტოვება, წინააღმდეგ შეთვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით მუქრებოდა.

ამ ადამიანების დიდ უმრავლესობას არანირი კავშირი არ ჰქონდა უკანონობასთან და მათ მოახდინეს მამპაპისეული ქონების რეგისტრაცია, მაგრამ ისინიც იძულებულნი გახდენ ქონება სახელმწიფოსათვის გადაეცათ.

2018 წელს ერთერთმა მესაკუთრემ სასამარლოს ძალით დაიბრუნა წართმეული ქონება, რამაც სხვებსაც მისცა სტიმული მიემართათ სასამართლოსათვის და ზე მეტმა ქონებაჩამორთმეულმა მიმართა სასამართლოს.

ვინაიდან სასამართლოში შეტანილი საჩივრები საფუძვლიანი გახლდათ, განაც ამ ხალხზე აშკარად იძალადა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რასაც სასამართლოს მხრიდან სანათანადო გადაწყვეტილებები მოყვა. ამის შემდეგ,  ეკონომიკის სამინისტრომ აქეთ უჩივლა ჩოხატაურის ლეგალიზაციის კომისიას და ცამეტ მოქალაქეს.

მოქმედი ხელისუფლება ამჟამად გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას ითხოვს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ისე, რომ ბევრი არც უფიქრია სარჩელი აღიარა და დღეს მესაკუთრეებს, რომლებსაც უკანონოდ დაათმობინეს საკუთრების უფლება 2010 წელს, დავა ქონებისათვის უწევთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ბახმაროზე სადაც სახელმწიფომ სიბოლურ ფასად პრაქტიკულად ნახევარი ბახმარო გასცა დღეს ხელისუფლება, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ედავება ჩველებრივ მოქალაქეებს მათ მამპაპისეულ სახლებს.

ასეთი საქციელი ამ ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პირველი არ გახლავთ გურიის მოამბე წერდა როგორ უჩივლა ეკონომიკის სამინისტრომ ორი სოფლის მოსახლეობას  და  მათზე რეფორმით გაცემული მიწების ჩამორთმევა მოითხოვა,

ამის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ქართულ აზერბაიჯანული კომპანიის მოთხოვნა გახლდათ, რომელსაც გლეხებზე საკუთრებაში გადაცემული მიწები მოეწონა და იქ საკურორტო ინფრასტრუქტურის გაკეთებას აპირებდა თუ კი სახელმწიფო გლეხებს მიწას წაართმევდა. არადა უცნაურია ორივე შემთვევა ხდება სამართლიანობის აღდგენისა და წართმეულის უკან დაბრუნების საარჩევნო დაპირებით მოსულ ხელისუფლების პირობებში.

დღეს სწორედ ამ ხელისუფლებამ, გურიაში, მესაკუთრეებს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა ქონების წართმევის მიზნით.

ამ დროს ჩოხატაურის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების და მათი ინტერესების დაცვის სანაცვლოდ უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უკანონო მოთხოვნებს და გვერდში უდგება მას, მოქალაქეებისათვის, კურორტ ბახმაროზე არსებული მამაპაპისეული სახლკარის საბოლოოდ წართმევაში.

როგორც ჩვენთან დაზარალებულები საუბრობენ,  რომ ხშირ შემთხვევაში ჩოხატაურის მერია არამარტო იურიდიულად უდგას მხარში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, არამედ თვითონ, ადგილობრივი ბიჯეტიდან, ადგილობრივ მედიაში აფინანსებს ე.წ. „შავ პიარს“ ამ მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამაზე ვრცლად „გურიის მოამბე“ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

'.$TEXT['print'].'