ქობულეთი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სუფსელები საპროტესტო აქციას მართავენ
ავტორი: გურიის მოამბე
ქობულეთი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სუფსელები საპროტესტო აქციას მართავენ

ქობულეთი გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ ლანჩხუთის მინიციპალიტეტის სოფელ სუფსის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საკუთარი მიწების რეალურ ფასად შეფასებას მოითხოვენ. ადგილობრივთა განმარტებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კუთვნილი მიწები, რომელზეც მათი ოჯახის შემოსავალი იყო დამოკიდებული, მიზერულ თანხად, მუქარის შემცველი პირობით დაათმობინა.

სუფსაში მცხოვრები დაახლოებით 35 ოჯახი აცხადებს, რომ ერთსა და იმავე ლოტში 12 კილომეტრიან მონაკვეთზე, იგივე ფუნქციის ნაკვეთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს 23-დან 60 ლარამდე გადაუხადეს, ერთჯერადი კომპენსაცია კი 17-დან 57 ლარამდე მისცეს, ხოლო სუფსის მაცხოვრებლებს კომპენსაციაში 80 თეთრი, ხოლო მიწის ღირებულებაში - 5.40 ლარი აუნაზღაურეს. აქციის მონაწილეებს ეჭვი  აქვთ, რომ ამ ნაკვეთებზე სილიდური თანხებია გამოყოფილი და ამ თანხებს თანამდებობის პირები ითვისებენ.

მიწების დათმობის პროცესი საგზაო დეპარატმენტის მხრიდან ზეწოლის ფინზე მიმდინარეობდა. სუფსის მცხოვრებლებმა, ერთი წლის წინ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას მიმართეს, თუმცა გამოძიების დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობას არ დაუშვებენ და პერმენენტულ აქციებს აანონსებენ.

'.$TEXT['print'].'