"ეკომ" და გურიის სამოქალაქო ცენტრმა, მელექედურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ავტორი: გურიის მოამბე
"ეკომ" და გურიის სამოქალაქო ცენტრმა, მელექედურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2020 წლის 5 ივნისს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოსთან“ ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ და მათთან ერთად წიაღის მოპოვების ადგილი მოვინახულეთ

მსგავსი შეხვედრები ნაგომარში, სილაურში, ბაილეთში, ლიხაურსა და ბუკნარში გაიმართება.

შეხვედრის შესახებ სათემო ორგანიზაცია "ეკოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერძე პოსტი გამოაქვეყნა:

"აქტივისტებთან შეხვედრა სოფელ მელექედურში.ისინი აქტიურად არიან ჩართული გარემოსდაცვის საკითხებში. გული ტკივათ იავარქმნილ სანაპიროზე,მდ.ნატანები ნაჯიჯგნ-გაუბედურებული,რომელსაც წლებია სხვადასხვა კომპანიები გამდიდრების წყაროდ იყენებენ. გარემო და მოსახლეობა კი იჩაგრება."- წერს გორდელაძე

 

'.$TEXT['print'].'