გომისმთაზე დაკარგული ლაშა ბურჭულაძის მეგობარი, საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას თხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
გომისმთაზე დაკარგული ლაშა ბურჭულაძის მეგობარი, საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას თხოვს

მეხუთე დღეა კურორტ გომისმთაზე დაკარგულ შემოქმედის მკვიდრ, 23 წლის ლაშა ბურჭულაძეს ეძებენ. 

გუშინ, სამძებრო სამუშაოებში შსს სამაშველო და საპატრულო სამსახურები და ადგლობრივი პოლიცია ჩაერთო.

ლაშა ბურჭულაძის გაუჩინარებას, სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი გამოეხმაურა და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა:

"მეგობრებო, 3 დღეა დაკარგულია ჩემი კლასელი, ლაშა ბურჭულაძე.
ბოლოს გომის მთისკენ მიმავალ გზაზე დაინახეს, ესეც დაუზუსტებელი ინფორმაციაა.
ეძებს სამაშველო, მეგობრები. თუ ვინმემ სადმე დაინახეთ თუნდაც 3 დღის წინ,მნიშვნელოვანი იქნება ოჯახს აცნობოთ."- წერს სოციალურ ქსელში ნინიკო წულაძე.

თვითმხილველების განცხადებით ლაშა ბურჭულაძე, 23 წლის, სოფელ შემოქმედის მკვიდრი, კურორტ გომისმთაზე ხუთი დღის წინ, ფეხით გაემგზავრა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.

'.$TEXT['print'].'