ჩაიკეტება თუ არა ნაბეღლავი კორონავირუსის გამო
ავტორი: გურიის მოამბე
ჩაიკეტება თუ არა ნაბეღლავი კორონავირუსის გამო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბერლავში მდებარე მინერალური წყლის კომპანია" ნაბეღლავის" დისტრიბუტორს, არაოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი დაუდგინდა.

 

როგორც "გურიის მოამბეს" კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ჯერ ზუსტად არ იციან, აქვს თუ არა მათ დისტრიბუტორს კორონავირუსი, მაგრამ ზუსტად ახსოვთ, რომ აღნიშნული პიროვნება, კომპანიის ეზოში იმყოფებოდა და უშუალოდ საწარმოში არ შესულა.

 

ჩაიკეტება თუ არა ნაბეღლავი და გამოცხადდება თუ არა კარანტინი, ამის შესახებ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

'.$TEXT['print'].'