ექსკლუზივი: "ნაბეღლავის" დისტრიბუტორის ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე, ხვალ დილით ელოდებიან
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: "ნაბეღლავის" დისტრიბუტორის ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე, ხვალ დილით ელოდებიან

"გურიის მოამბისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბერლავში მდებარე მინერალური წყლის კომპანია "ნაბეღლავის" დისტრიბუტორის, სავარაუდო კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ.

როგორც, დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მინერალური წყალი "ნაბეღლავის" დისტრიბუტორი, საწარმოში 10 ივნისს იმყოფებოდა.

"დისტრიბუტორი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, " ნაბეღლავის" საწარმოში იმყოფებოდა 10 ივნისს, დატვირთა სატვირთო ავტომობილი და წავიდა თბილისში. ჯანმრთელობის პრობლემა მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შეექმნა, რის გამოც საჭირო გახდა ტესტის გაკეთება. ტესტის პასუხებს, აღნიშნული პიროვნებისას ხვალ დილით ელოდებიან."-განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბატონმა მჟავიამ.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბერლავში მდებარე მინერალური წყლის კომპანია" ნაბეღლავის" დისტრიბუტორს, არაოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც "გურიის მოამბეს" კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ჯერ ზუსტად არ იციან, აქვს თუ არა მათ დისტრიბუტორს კორონავირუსი, მაგრამ ზუსტად ახსოვთ, რომ აღნიშნული პიროვნება, კომპანიის ეზოში იმყოფებოდა და უშუალოდ საწარმოში არ შესულა.

ჩაიკეტება თუ არა ნაბეღლავი და გამოცხადდება თუ არა კარანტინი, ამის შესახებ ხვალ დილით, ტესტის პასუხების მიღების შემდგომ გახდება ცნობილი.

'.$TEXT['print'].'