აფეთქებისა და თავდასხმის შიშით კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი ნაწილობრივ ფუნქციონირებს
ავტორი: გურიის მოამბე
აფეთქებისა და თავდასხმის შიშით კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი ნაწილობრივ ფუნქციონირებს

აფეთქებისა და თავდასხმის შიშით კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი რამდენიმე თვეა ნაწილობრივ ფუნქციონირებს

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ადგილობრივი ბაჩო ახალაძე ავრცელებს.

მის სტატუსს გთავაზობთ სრულად:

"ალბათ გეცნოთ ეს კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრია, ცენტრი რომელიც სოფელ კოხნარის გარდა ემსახურებოდა შვიდი სოფლის 3000 მდე მომხმარებელს...

როგორც მოგეხსენებათ არაერთხელ იყო ცენტრზე თავდასხმა და ბოლოს ააფეთქეს კიდეც... (გამოძიება მიმდინარეობსო)

მოკლე დროში გააკეთეს, მაგრამ ამაოდ - ცენტრი ემსახურება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელისაც ჭირდება იუსტიციის სახლის სერვისები. რა საკვირველია ესეც აუცილებელია, მაგრამ ყველაზე დიდი მომხმარებელი ცენტრს ჰყავდა, როდესაც მასში განთავსებული იყო ლიბერთი ბანკის:

ბანკომატი

 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

ლიბერთი ბანკის მოლარე

დღეს არც ერთი და არც მეორე არ ფუნქციონირებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თურმე აღნიშნული ობიექტი ააფეთქეს.... და გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე ბანკი ვალდებულებას იხსნის განათავსოს აღნიშნული სერვისი ცენტრში და უზრუნველყოს მოქალაქეების მომსახურეობა...

მინდა მივმართო

Liberty  ლიბერთი

#ჩოხატაურის_ხელისუფლებას

პირველ ყოვლისა, მინდა ვიკითხო რა დააშავა იმ მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ზემოთ აღნიშნულ ცენტრში ლიბერთი ბანკის მომსახურეობის სრული სერვისი...?!

გარდა ამისა, რა დააშავა მოქალაქემ ვიღაც დეგენერატისა და პოლიციის უმოქმედობის გამო??

რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა რას ვკითხულობ?! სად გვყავს ან ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება....

რა ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც ასეთი მარტივი დანაშაული ვერ გამოუძიებიათ....

არაუშავს, ბატონებო! ასე გააგრძელეთ და შედეგები ოქტომბერში დავთვალოთ"-წერს ახალაძე.

ცნობისათვის ბოლო პერიოდში კოხნარის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივ ცენტრში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და "ბანკომატები" რამდენჯერმე გახდა თავდასხმის მსხვერპლი, ერთი თვის წინ კი ააფეთქეს კიდეც.

 

'.$TEXT['print'].'