"გირჩის" ლიდერები ხვალიდან გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ
ავტორი: გურიის მოამბე
"გირჩის" ლიდერები ხვალიდან გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" ლიდერის გურიაში სამდღიანი ვიზიტი ხვალიდან, 22 ივნისიდან ოზურგეთში დაიწყება.

როგორც პარტიის ვებ გევრდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ოზურგეთში ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერებთან შეხვედრა "სამკუთხა სკვერში" - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #1 (ოზურგეთის თეატრის გვერდით),12 საათზე დაიწყება. 

მომდევნო დღეს ჯაფარიძე ჩოხატაურს ესტუმრება და ადგილობრივებს ნოდარ დუმბაძის სკვერში, ასევე 12 საათზე, შეხვდება, ხოლო 24 ივნისს გურიის ტურნეს, "გირჩი" ლანჩხუთში დაასრულებს, სადაც ლანჩხუთელებს ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში, 12 საათზე გაესაუბრება:

"ამ შეხდვედრებზე გამოჩნდება რამდენ ადამიანს აინტერესებს "გირჩი" ოზურგეთში... მსგავსი რამ "გირჩს" არასოდეს გაუკეთებია, ამ შეხვედრებზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება, ვისაც პარტიის პოზიცია აინტერესებს და ვისაც ასევე პარტიის გაკრიტიკება სურს" - ნათქვამია ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

'.$TEXT['print'].'