ოზურგეთის პროკურატურიდან პროკურორი და კანცელარიის უფროსი დაითხოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის პროკურატურიდან პროკურორი და კანცელარიის უფროსი დაითხოვეს

როგორც "გურიის მოამბისათვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთის რაიონული პროკურატურიდან პროკურორი პეტრე სალუქვაძე და კანცელარიის უფროსი გოგი ჯიმშიაშვილი დაითხოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია რედაქციას პროკურატურასთან დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს.

თუმცა ამ წუთამდე მისი ოფიციალური დადასტურება არ ხერხდება.

წყაროს ცნობით, ერთ ერთი ვერსიით, ორთავე თანამდებობის პირის სამსახურიდან გაშვება ერთერთი საქმიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტის დაკარგვას უკავშირდება.

 

'.$TEXT['print'].'