ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ავტორი: გურიის მოამბე
ბახმაროში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, გურია, რომელიც „მწვანე რეგიონის“ სტატუსს ინარჩუნებს ტურისტების მისაღებად ემზადება. ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ბახმაროში, სადაც დამსვენებლების კომფორტული გარემოს შესაქმნელად ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

'.$TEXT['print'].'