ოზურგეთის სასამართლო განაჩენს "გურიის მოამბეს" საქმეზე 24 სექტემბერს, 16 საათზე გამოაცხადებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სასამართლო განაჩენს "გურიის მოამბეს" საქმეზე 24 სექტემბერს, 16 საათზე გამოაცხადებს

 

ოზურგეთის სასამართლო განაჩენს 24 სექტემბერს, 16 საათზე გამოაცხადებს

ჩოხატაურის გამგებლის, თამაზ ჯინჭარაძის სარჩელზე -გაზეთ „გურიის მოამბეს“ წინააღმდეგ ოზურგეთის სასამართლო განაჩენს 24 სექტემბერს, 16 საათზე გამოაცხადებს

 

ამის შესახებ განცხადება, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა ბიძინა სტურუამ გუშინ გამართული სხდომის დასასრულს, გააკეთა.

 

მორიგი სხდომა, გუშინ, 13 სექტემბერს, პარასკევს, 15 საათზე გაიმართა

მოსამართლემ (ბიძინა სტურუა) მოისმინა მხარეების ახსნა განმარტებები(20-20 წუთი), გამართა პაექრობა ასევე მხარეებს შორის (15-15 წუთი), და ბოლოს მხარეებს -  რეპლიკებისათვის - 2-2 წუთი მისცა.

მანამდე კი დაიკითხა ერთადერთი მოწმე, ჩოხატაურის გამგებლის მძღოლი, გაბრიელ სიმონიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქონელს გამგებლის კუთვნილი ავტომანქანით ის დაეჯახა, თუმცა არ გააჩერა მანქანა და იმ წამსვე მივიდა გამგებლის საცხოვრებელ სახლში.

მისივე თქმით საქონელი „თავისივე ფეხით“ მივიდა ჩოხატაურის ბოინზე, სადაც დაკლეს, ხორცი გაიტანეს ჩოხატაურის ბაზარზე, მაგრამ არ გაიყიდა და წაიღეს შემდეგ ოზურგეთში ჩასაბარებლად, „ხორცმა გააკეთა 950 მანეთი, და მან მას დაამატა ფული, რის შემდეგაც 2 000 მანეთი გადაუხადა დაზარალებულს“ თქვა სიმონიშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სიმონიშვილმა სამასი მანეთი გადაიხადა ჯარიმა პოლიციაში ავტოსაგზაოშემთხვევისათვის, პოლიციაში კი ის გამგებელთან კონსულტაციის შემდეგ გამოცხადდა.

მოსამართლე: თქვენი გვარი და სახელი;

მოწმე: სიმონიშვილი გაბრიელ გალაქტიონის ძე;

მოსამართლე: დაბადების წელი, თვე და რიცხვი;

მოწმე: 1958 წლის 1 აპრილი;

მოსამართლე: გესმით ალბათ მისაცემ ჩვენებასთან  დაკავშირებით თქვენი პასუხისმგებლობა კანონის წინაშე, როგორი წესით გინდათ დაიფიცოთ? რელიგიური თუ არარელიგიური?

მოწმე: რა თქმაუნდა რელიგიური:

„ვფიცავ ყოვლადშემძლე ღმერთის წინაშე, რომ ვიტყვი სიმართლეს..“

მოწმე: ასე 6 ივლისი იყო, დილას თამაზიმ მითხრა მანქანა არ მჭირდება და წაიყვანეო, წავედი და ჩავასხი ასე 60 ლიტრი ბენზინი, ვნახე ბაკი იყო გახვრეტილი და ვიფიქრე დავაწეპიებ მოხელეს თქვა, მარა ვერ გააკეთა, ბევრი დრო დაჭირდა და წავედი სახლში, ვიფიქრე პროსტა დავისვენებ თქვა..

მოსამართლე: გთხოვთ საუბარში გამოიყენოთ ქართული სიტყვები და მოერიდეთ ჟარგონით საუბარს, ასეთ შემთხვევები ჯარიმებს ითვალისწინებს;

მოწმე: კი ბატონო, აუცილებლად, საღამოს დამირეკა თამაზიმ, მითხრა ნოდარ დუმბაძის მუზეუმში ვარ წასასვლელი და მოდიო, იქ თანამშრომლებთან ერთად მიდიოდა შესამოწმებლად რაღაც სამუშაოების. როცა მივდიოდი თამაზისთან, გზაზე გამგეობასთან, დევეჯახე ძროხას, არ გამიჩერებია მანქანა და მივედი თამაზისთან სახლში, მერე იქედან თამაზიმ გამაყოლა გია ლომინეიშვილი და მივედი პოლიციაში...

თამაზ ჯინჭარაძის წარმომადგენელი სასამართლოში ნანა დოლიძე: მანქანაში მარტო იჯექით თუ სხვაც გახლდათ?

მოწმე: მარტო ვიჯექი.

„გურიის მოამბეს“ წარმომადგენელი სასამართლოში კახა ჩავლეშვილი: რატომ არ გააჩერეთ მანქანა მას შემდეგ როცა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაეჯახეთ?

მოწმე: ძროხას დავეჯახე კაცს ხომ არა?

კახა ჩავლეშვილი: როგორ ფიქრობთ, აღძრავდა თუ არა თქვენი მანქანის არგაჩერება შემთხვევის ადგილზე საფუძვლიან ეჭვს, რომ მანქანას შესაძლოა გამგებელი მართავდა?

მოწმე: ძროხა არ მომკვდარა, მისი ფეხით მივიდა ბოინზე ბატონო, პროსტა ასე უკანა ფეხს ცოტა მიათრევდა (მოწმე იდებს ხელს მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარეს და ცდილობს ძროხის მაშინდელი მდგომარეობა ჟესტიკულაციით გამოსახოს)...

კახა ჩავლეშვილი: მაგას არ გეკითხებით ბატონო, როგორ ფიქრობთ, აღძრავდა თუ არა თქვენი მანქანის არგაჩერება შემთხვევის ადგილზე საფუძვლიან ეჭვს, რომ მანქანას შესაძლოა გამგებელი მართავდა?

მოწმე: მაი არ ვიცი ბატონო.

ვლადიმერ მენაბდე; „გურიის მოამბეს“ მეპატრონე: სად ჩააბარეთ ხორცი?

მოწმე: ჯერ გევიტანეთ ჩოხატაურის ბაზარში მარა არ გეიყიდა და მერე წევიღეთ ოზურგეთში. გამიკეთა 950 მანეთი, მეორე დღეს 2000 მანეთი მივუტანე დაზარალებულს.

პაექრობის დროს, კახა ჩავლეშვილმა აღნიშნა, მოწმის დაკითხვიდანაც კი ნათელია, რომ საჭესთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იჯდა არა გაბრიელ გალაქტიონის ძე სიმონიშვილი, არამედ, თამაზ ჯინჭარაძე,:“მოწმის დაკითხვამ ეს შინაგანი რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა“ თქვა ჩავლეშვილმა....

მოსამართლემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და მხარეებს აცნობა, რომ სასამართლო განაჩენს 24 სექტემბერს, 16 საათზე გამოაცხადებს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თამაზ ჯინჭარაძის, “გურიის მოამბესწინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 6 სექტემბერს დაიწყო და ამავე დღეს მოსამზადებელი სხდომა გამართა.

ჩოხატაურის გამგებლისა დაგურიის მოამბესსასამართლო პროცესის მოსამზადებელი სხდომა, მიმდინარე თვის დასაწყისში, 6 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში შედგა.

ჩოხატაურის გამგებელიგურიის მოამბესცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვს.

თამაზ ჯინჭარაძის ინტერესებს ადვოკატი ნანა დოლიძე იცავს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელის ორი შუამდგომლობა, მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით, მანამადე კი მხარეებს მორიგება შესთავაზა-გაზეთში თამაზ ჯინჭარაძის პოზიციების დაფიქსირებით, რაზეც მოსარჩელემ დრო ითხოვა.

გურიის მოამბესსხდომაზე შუამდგომლობები არ დაუყენებია.

სასამართლომ მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მისცა და მორიგი სხდომა, 13 სექტემბრისათვის დანიშნა.

მოსამართლის წინადადება, სასამართლოს მორგი სხდომის გამართვისათვის 20 სექტემბერი იყო, თუმცა მხარეთა წარმომადგენელთათვის ყველაზე მისაღები 13 სექტემბერი აღმოჩნდა, რაზეც შეთანხმდნენ საბოლოოდ

ცნობისათვის: მიმდინარე წლის 8 ივლისს, “გურიის მოამბესვებ გვერდზე შემდეგი შინაარსის ინფორმაცია განთავსდა:

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩოხატაურის გამგებელმა ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკლა

ჩოხატაურის გამგეობის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მუნიციპალიტეტის გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელი, ადგილობრივი "ქართული ოცნების" ლიდერი, თამაზ ჯინჭარაძე მართავდა, ორ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაეჯახა.

ორთავე პირუტყვი ადგილზევე დაიღუპა.

ავტოკატასტროფა გუშინ წინ, გასული კვირის შაბათ საღამოს, დაბა ჩოხატაურში, ჩოხატაურის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ჩოხატაურის გამგებელი აცხადებს, რომ ძროხა (და არა ძროხები) არა მან, არამედ მისმა მძღოლმა მოკლა.

გურიის მოამბე მეტი კონკრეტიკისათვის დაზარალებულს, ჩოხატაურში მცხოვრებ ცისანა მეგრელიძეს დაუკავშირდა.

ცისანა მეგრელიძე, დაზარალებული: "მედა ჩემი გოგო მოვდიოდით მეორე სახლიდან და მოგვყავდა ძროხები, კინოს წინ რომ მოვედით, გამგეობის მხრიდან მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით, რომელიც გადმოვიდა გზის აქეთ მხარეს და დაეჯახა ძროხას, ჩემი გოგო, რომ არ გადასულიყო გზიდან მასაც დაეჯახებოდა. მანქანა რომ გაჩერდა, დავაფიქსირე  საჭესთან თამაზ ჯინჭარაძე (ჩოხატაურის გამგებელი), გვერდით კი ანტონ ხუნდაძე (ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე) იჯდა. უკან ყოფილი გამგებელი გია გიორგაძე და ვიღაც შამილა იყო, გამგეობაში რომ მუშაობს. თამაზი მანქანიდან არ გადმოსულა, მაშინვე წავიდა, ძროხა და ქუჩაში წაქცეული შემი შვილი დატოვა. მომხდარით შეშფოთებულმა ყვირილი დავიწყე, მოვიდა გიორგაძე და ანტონი და მითხრეს შენიჭირემე, შენ გენაცვალე არ იყვირო ფულს გამოგიწერთ და დაგეხმარებიო. მერე ძროხის წასაყვანად მოვიდა გია ლომინეიშვილი, ანტონმა მითხრა: ეს ძროხა წავიყვანოთ შენთან და თუ გადარჩა გყავდეს და თუ არა და აგინაზღაურებთო. მე ვუთხარი  რაცხა გინდათ ის უქენით, მე მომიყვანეთ ჩემი ძროხა თქო, ადგენ მერე და წაიღენ დაკლული საქონელი მახარაძეში. ფულზე უბედურება ამბავი იყო, თამაზი ამბობდა ახლა არ მაქვს საშუალება ცოტა ხანი მაცალეო. ჩემმა გოგომ უთხრა გამგეობის წინ ერთ-ერთ თანამშრომელს, მის სახელს ვერ ვიტყვი, ჩემი ახლობელია, დამექცა ოჯახი და ჯინჭარაძის პრობლემები არ ვიცი, ფული მომიტანოსო, ეს, ამბავი მოხდა შაბათს და ორშაბათს მოვიდა ვიღაც კაცი, რომელსაც თამაზიმ გამოატანა ფული, 2 ათასი ლარი. ამ კაცმა მითხრა, ლაპარაკობდა შენი ძროხა თუ რატომ ღირდა ამდენიო, მე ვუთხარი ჩემი ძროხა ბევრ მოლაპარაკეს სჯობდა-თქო, ამ კაცმა ქუთაისელ პროკურორად გაგვეცნო და ბოლოს ხელწერილი დაგვაწერია, რომ ეს ამბავი არსად არ გვეთქვა. კიდევ ჩემზე არიან გაბრაზებული? ძროხას კი არა ჩემს გოგოს, რომ დაჯახებოდა მანქანა, ადგილზე მოკლავდა, ავარიის შემდეგ მანქანას ნაწილები მომძვრალი ჰქონდა, იმდენად ძლიერი დარტყმა იყო. ნასვამები იყვნენ სუყველა ვინც მანქანაში იჯდა". –ამბობს დაზარალებული.

 

'.$TEXT['print'].'