ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღლეფის 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღლეფის 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია
ორი დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღლეფის 10-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია და ამ დრომდე იქ ხელისუფლებიდან არავინ ასულა
ორდღიანი უამინდობის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა სოფლის ამ ნაწილთან დამაკავშირებელი გზა წაიღო ბაღლეფს ე.წ. "კვაჭაწეების უბანი" მოსწყდა.
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ,  ხელისუფლებიდან საკითხის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა, დრო გადის 10 ოჯახი უგზოობის გამო ჭირნახულს ვერ აბინავებს.
მოწყვეტილ ნაწილში ვერც სასკოლო ავტობუსი დადის.
ისინი ხელისუფლებიდან დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ეს ოჯახები მოახლოებულ ზამთარში განწირულნი არიან შიმშილისათვის.
'.$TEXT['print'].'