ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილის აბსოლიტური უმრავლესობით არჩევამ გააოცა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილის აბსოლიტური უმრავლესობით არჩევამ გააოცა

"აგვერჩია ნანაძე თავმჯდომარედ, ყველამ მიეცით ხმა"-ასე ჩაილაპარაკა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ თავისი მოადგილის შედეგების დათვლისას - 27-დან 26 ხმით - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლადო ნანაძე გახდა-იუწყება ლანჩხუთში გამომავალი გაზეთი "გურია თუდეი".

ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მმართველი პარტიიდან, ბესიკ ტაბიძემ კენჭისყრისას 18 ხმა მიიღო. რაც გამარჯვებისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

ლანჩხუთის საკრებულოს 32 წევრიდან სხდომას 30 ესწრებოდა პირველ სხდომას - არ ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" წევრი ემზარ თევდორაძე და "ნაციონალებიდან" - სოსო ჩხაიძე.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს - "ნაციონალმა" კახა ასკურავამ და "ევროპული საქართველოდან" - ირაკლი მარშანიშვილმა და ამირან გიგინეიშვილმა.
კენჭისყრაში მონაწილე 27 წევრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატს, ბესიკ ტაბიძეს ხმა მისცა 18-მა, ხოლო 9 ბიულეტენი გაბათილდა. ცნობისთვის.

კენჭისყრაში მონაწილე 27 წევრიდან 26 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

'.$TEXT['print'].'