ლანჩხუთში მთა დაიძრა და ოზურგეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში მთა დაიძრა და ოზურგეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა

ლანჩხუთი ოზურგეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ აცანის მონაკვეთზე, ამ წუთებში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია.

როგორც "გზამშენი 18" გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯახვამ (ეს კომპანიაა პასუხისმგებელი აღნიშნული საავტომობილო გზის ექსპლოატაციაზე), "გურიის მოამბეს" განუცხადა, სოფლების აცანისა და შუხუთის საზღვარზე, ხანგრძლივი წვიმების შედეგად მთა ჩამოწვა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ჯახვას თქმით, მოძრაობის აღდგენა რამდენიმე საათს ვერ მოხერხდება, მძღოლები სარგებლობენ აკეთის შემოვლითი გზით.

'.$TEXT['print'].'