ლანჩხუთელი მსაჯის თვითმკვლელობის საქმის გამოუძიებლობაში ლანჩხუთის მერს ადანაშაულებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთელი მსაჯის თვითმკვლელობის საქმის გამოუძიებლობაში ლანჩხუთის მერს ადანაშაულებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები, საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის საქმის გამოძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი აფერხებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრმა, ნუგზარ ცინცაძემ განუცხადა.

ცინცაძის თქმით, ამ თემაზე, ის და მისი ადგილობრივი თანამოაზრეები, მომავალი კვირის ოთხშაბათს სპეციალურ პრეს კონფერენციას გამართავენ და საზოგადოებას მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს წარუდგენენ.

"ალეკო სარიშვილმა უშუალოდ წაიყვანა ტუღუში ბათუმში და ლაანჩხუთის "გურიასა" და თელავის "კახეთის" მატჩის არბიტრის, კვირიკაშვილისათვის გადასაცემი თანხა ასესხებინა.

ამ თანხის სანაცვლოდ არბიტრი კვირიკაშვილი ლანჩხუთის "გურიას" უნდა დახმარებოდა."-აცხადებს ცინცაძე.

ცნობისათვის გასული წლის მიწურულს ჩატარებული აღნიშნული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, ლანჩხუთელებმა მატჩის მიწურულს 11 მეტრიანის რეალიზება ვერ შეძლეს, ეს შედეგი კი ხელს სტუმრებს აძლევდათ და "გურიაც" ეროვნული ლიგა 2 დან გავარდა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ტუღუში სამართალდამცველებმა ფოთთან, მალთაყვას ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და საქმეც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

თუმცა მას მერე გამოძიებას საზოგადოებისათვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

'.$TEXT['print'].'