შუხუთში ტრადიციული ლელობურთისთვის ემზადებიან
ავტორი: გურიის მოამბე
შუხუთში ტრადიციული ლელობურთისთვის ემზადებიან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთისთვის მზადება მიმდინარეობს, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიმართება.

დღეს ლანჩხუთში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი, ხოლო მასშტაბური, ისტორიული შერკინება შუხუთის ცენტრში 17: 00 სთ-ზე დაიწყება. 

" ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახონ ეს ორთაბრძოლა, ეს ჩვენი ისტორიაა ", - ლანჩხუთის განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

თითქმის ორასი წელია გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს, აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან (16-კილოგრამიან) ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.

1854 წლის მაისში, თურქეთ რუსეთის ომის დროს. სოფელ შუხუთში მოხდა ბრძოლა თურქეთის მოწინავე რაზმს ბაჩი ბუზუკებს (რომლის 99% ქართველი მუსულმანები იყვნენ) და რუსების მოწინავე რაზმს მილიციას (რომლის 99% ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ) შორის.

ამ ბრძოლის დროს გლეხმა იასე დარჩიამ იცნო თავადი თავდგირიძე და მას თავი მოკვეთა. თავდგირიძის თავი ხელიდან ხელში გადადიოდა, ის ჯერ ქუთაისში, ბოლოს კი თბილისში გამოფინეს, ამით რუსეთი ცდილობდა ანტითურქული განწყობილებების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში.

ლელობურთი სწორედ ამ ორთაბრძოლის იმიტაციაა.

 

'.$TEXT['print'].'