ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის მაღალჩინოსანი მერს მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის მაღალჩინოსანი მერს მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს

ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ამის შესახდებ განცხადება ნუგზარ ცინცაძემ, დღეს, ლანჩხუთში, რესტორან "თავადურში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცინცაძის თქმით, ახალგაზრდა მსაჯი თვითმკვლელობამდე ლანჩხუთის მერის ქმედებამ მიიყვანა.

"ბრალდება ძალიან სერიოზულია და ნამდვილი, კერძოდ, ილო ტუღუში (მსაჯი რომელიც მალტთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს), ინცინდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ალეკო სარიშვილმა, ლანჩხუთის მერმა, წაიყვანა ბათუმში, შეახვედრა გიორგი იმნაიშვილს და კიდევ ერთ მის მეგობარს, მოგეხსენებათ რომ, არაერთი მსაჯი იქნა დაკავებული და მხილებული თამაშების ყიდვა გაყიდვაში, არასწორ მსაჯობაში, იგივე უნდა მომხდარიყო ლანჩხუთის "გურიასა" და თელავის "კახეთის" მატჩის დროს, მოგეხსენებათ ლანჩხუთის "გურია" იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და ვარდებოდა.ამას ყველაფერს საფუზველი ჩაუყარა ალექსანდრე სარისვილმა და იმიტომ შევიდა გამოძიება ჩიხში და დაყოვნდა, ალექსანდრე სარიშვილი იყო ერთი თვის არჩეული და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის მოეთხოვათ პასუხი. რადგან ახალარჩეული მერი იყო. მან მიაცემინა თანხა იმნაისვილს ტუღუშისათვის, ეს უწესიერესი ბიჭი9 დააყენა ამ გზაზე, რათა ამას ეს თანხა გადაეცა მსაჯებისათვის, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ "გურიას". ეს მისია შეასრულა მსაჯმა, როგორც ერთი ჩოჩხათელი აცხადებს, მან პენალტიც დადო, ხალხი დაყავდათ, დაყავდათ დაკითხვებზე და შეჩერდა ეს საქმე. რაც შეეხება მტკიცებულებას, პირადად ვესაუბრე გიორგი იმნაიშვილს. მსაჯების მოსასყიდი თანხა იმნაისვილმა ასესხა ალექსანდრე სარიშვილს. პირველი დანაშაქული ალექსანდრე სარისვილის ის არის, რომ მან წაიყვანა თანასოფლელი, უპატიოსნესი ბიჭი და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. მსაჯები უნდა მოპესყიდა ამხელა ჩინოვნიკს. ვერ გათვალა... მე არა ვარ განაწყენებული, მე თანამდებობაც მაქვს და სოლიდური ხელფასიც, მე თქვენ გითხარით, რომ ჩემთვის ფინანსები არაფერს არ წარმოადგენს, მტავარია სიმართლე. ჩემი მოთხოვნაა, მივმართავ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ საკითხს მიუდგნენ და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. სარისვილი კი არა ნებისმიერი ჩინოვნიკი ვინც კანონს დაარღვევს უნდა იყოს დასჯილი." განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.  

ცნობისათვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები საფეხბურთო მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი ფოთთან ახლოს, მალთაყვის ტყეში ნახეს.

იხილეთ გაგრძელება

'.$TEXT['print'].'