დეპუტატებმა ადგილობრივ ჩინოვნიკს პრესკონფერენცია ჩაუშალეს - დაპირისპირება ლანჩხუთის "ქართულ ოცნებაში"
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატებმა ადგილობრივ ჩინოვნიკს პრესკონფერენცია ჩაუშალეს - დაპირისპირება ლანჩხუთის "ქართულ ოცნებაში"

ხმაური იყო დღეს, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე რესტორან "თავადურში", სადაც "ქართული ოცნების" ერთი ნაწილი, მეორეს დაუპირისპირდა.

ხმაური და დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა იქვე საგანგებო პრესკონფერენციაზე, "ქართული ოცნების" აქტივისტმა ნუგზარ ცინცაძემ, ლანჩხუთის მერი კრიმინალში დაადანაშაულა.

კერძოდ ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ერთ ერთი საფეხბურთო მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადის მოსყიდვაში.

ამ ბრალდებამ პრესკონფერენციაზე დამსწრე მუნიციპალური საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატთა აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ცინცაძის განცხადებებს ცრუ ბრალდებები და ბინძური თამაში უწოდეს:

"არ გვჯერავს ეს სისულელეები, ეს სასამართლოს, პროკურატურის და გამოძიების საქმეა, ასე ბრალდებები არ შეიძლება"-უთხრა მოგვიანებით ჟურნალისტებს დეპუტატმა ემზარ თევდორაძემ.

თავის მხრივ დარბაზში, სადაც პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, ნუგზარ ცინცაძის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ:

"ჩემი პოზიცია, მსაჯის გარდაცვალების მეორე დღესვე გამოვაქვეყნე ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე, ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. რაც ახლა ამ კაცმა, ნუგზარ ცინცაძემ თქვა, ეს ჩემთვის ახალია, ამაზე არაფერი არ ვიცოდი, თქვა კაცმა, რომ გამოძიებას მივცემ ჩვენებასო, რაც შეეხება თამაშის გაყიდვას, ახლა ისეთ რამეს კითხულობთ რაც საყოველთაოდ არის ცნობილი, ამაზე მეტს მე ვერ გიპასუხებთ, რაც შეეხება ჩემი ტუღუშის ოჯახში ყოფნას, მე მთხოვა კაცმა სახლი მიმასწავლეო და მივასწავლე, კაცმა ფული ასესხა და ითხოვდა უკან ეს იყო და ეს"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ ჩხაიძემ, რომელიც დღეისათვის უმუშევარია, თუმცა ინცინდენტის დროს ლანჩხუთის "გურიას" ერთერთი ხელმძღვანელი იყო.

'.$TEXT['print'].'