კახა ასკურავა:"დასანანია, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური ინსინუაციების საგანი ხდება"
ავტორი: გურიის მოამბე
კახა ასკურავა:"დასანანია, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური ინსინუაციების საგანი ხდება"

ეს განცხადება, ლანჩხუთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ, "გურიის მოამბესტან" საუბარში, დღეს, ლანჩხუთში გამართული პრესკონფერენციის შეფასებისას გააკეთა.

პრესკონფერენციაზე ერთმანეთს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ:

"როცა ეს საშინელი ფაქტი მოხდა, მე მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ობიექტურად გამოეძიებინათ ეს საქმე, ვინაიდან მასზე მარალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ინფორმაცია მაინც არსებობდეს ამ საქმესტან დაკავშირებით, თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა და არც ოჯახს და არც საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არა აქვთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კიდევ უფრო უარსეია, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკური მითქმა მოთქმისა და ინსინუაციების საგანი ხდება. რაც შეეხება დღევანდელ პრესკონფერენციას, ეს არის "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების გამოძახილი, რაც მიმდინარეობს თბილისში და აისახება რეგიონებზეც. აქ გასაკვირი არაფერია, უბრალოდ დასანანია, რომ ეს ტრაგედია, ვიმეორებ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ხდება."-თქვა ასკურავამ.

'.$TEXT['print'].'