ლანჩხუთის მერი:"ილოს ოჯახის წევრი ვარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე "ცანცუიზმი" კი ლანჩხუთში სამუდამოდ დასრულდება"
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის მერი:"ილოს ოჯახის წევრი ვარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე "ცანცუიზმი" კი ლანჩხუთში სამუდამოდ დასრულდება"

ეს განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნუგზარ ცინცაძის ბრალდებებზე პასუხის გაცემის დროს გააკეთა:

"პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ისეთი ადამიანის ბრალდებებზე პასუხის გაცემა, როგორიც ნუგზარ ცინცაძეა ჩემთვის სირცხვილიც კია, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ყველას და გიპასუხებთ, რომ ამ ადამიანის საქციელი არის სასოწარკვეთილებაში და აგონიაში მყოფი ადამიანის საქციელი, ეს ადამიანი 2014-17 წლებში მუშაობდა ა(ა) იპ "ტექსერვისის" დირექტორის მოადგილედ, შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ, ამ დროს, ადგილი ჰქონდა სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს. შესაბამისად ჩემს მიერ მოხდა ამ დასკვნის პროკურატურაში გადაგზავნა. ამის შემდეგ ბატონი ნუგზარ ცინცაძე ცდილობს ჩვენს დაშანტაჯებას, ის რაც დღე4ს მოხდა, რა განცხადებებიც მან გააკეთა, ცდილობს ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული მისცეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვა. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს, მსაჯის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ველოდებით გამოძიების შედეგებს "ტექსერვისში" არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. რომელიც გამოაჩენს ნუგზარ ცინცაძის ნამდვილ სახეს. მე როდესაც ვიყავი მერობის კანდიდატი და დავდიოდი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ვპირდებოდი მათ, რომ "ცანცუიზმი" ერთხელ და სამუდამოდ დამტავრდებოდა ამ რაიონში და მე ამ პირობას შევასრულებ. როგორ შეიძლება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა პროკურატურის გამოძიება შერაჩეროს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც კი სირცხვილია. ილო ტუღუში იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, მე მისი ოჯახის წევრი ვარ დღესაც და ასე იქნება ჩემი სიცოცხლის განმავლობაში."

'.$TEXT['print'].'