მამაკაცი, რომელიც ამერიკელ მოხალისეს დაესხა თავს, პოლიციამ დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
მამაკაცი, რომელიც ამერიკელ მოხალისეს დაესხა თავს, პოლიციამ დააკავა

რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის პოლიციამ ის მამაკაცი დააკავა, რომელსაც  ამერიკელი მოხალისის თავდასხმაში ედება ბრალი. 

67 წლის ბ.ს-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 179-ე მუხლით გაასამართლებენ, რაც ყაჩაღობას გულისხმ,ობს. 

ცნობისთვის, ოზურგეთში მყოფიი ამერიკის მოქალაქეს, რომელიც აქ მშვიდობის კორპუსის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა, ოზურგეთელი მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით, რამდენიმე დღის წინ დაესხა თავს. 

მოხალისემ მომხდარიდან მალევე დატოვა საქართველო. 

ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში ფეისბუქ პოსტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, ქეთევან ხიდაშელმაც დაწერა: 

"მადლობა ოზურგეთის პოლიციას, ასე ოპერატიულად რომ იმოქმედა ამერიკელი მოხალისეზე თავდასხმის საქმეზე, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ თავდამსხმელი დამნაშავეა, ალკოგოლიკი, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რაც მთავარია ეს პირი ისევ თავისუფლად დაიარება ხან დანებით, ხან ნაჯახით, ხან ცელით, ხან "ატვიორტკებით" ... რა ბერკეტი აქვს დიპლომატიურ კორპუსს? არც არაფერი, გაიწვიეს ჩვენი მოხალისე ამერიკაში... ასეთი უუნარო პოლიცია გვყავს, სანამ ვინმეს მართლა არ მოკლავს ეს კაცი, არაფერს აკეთებენ! ირონია, ცინიზმი ისევ მსხვერპლის მიმართ! არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და მორჩა!!!!!!-წერდა ხიდაშელი.

გთავაზობთ შსს-ს განცხადებას, აღნიშნულ დანაშაულზე დაკავებულ მამაკაცთან დაკავშირებით:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია. 22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'