როგორ აღნიშნეს 26 მაისი ლანჩხუთში - კულტურული და სპორტული ღონისძიებები
ავტორი: გურიის მოამბე
როგორ აღნიშნეს 26 მაისი ლანჩხუთში - კულტურული და სპორტული ღონისძიებები

26 მაისს ლანჩხუთში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. დილიდანვე ქალაქის ცენტრი სპორტულ ღონისძიებებს დაეთმო. დამთვალიერებელს მასპინძლობდა მხარეთმცოდნეობისა და ვ. წულაძის სახელობის მუზეუმები.

საზეიმო კონცერტი გაიმართა სამუსიკო სკოლაში და ნახატების გამოფენა მოეწყო ვ. ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის ეზოში.

"საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. 26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო დიდი კულტურისა და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ დიდ მონაპოვარს, რასაც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა ჰქვია. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს!"  - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

საღამოს დასკვნითი კონცერტი კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე ლანჩხუთელ ღვაწლმოსილ ექიმს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს,  გია თვალავაძეს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

'.$TEXT['print'].'