აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში, ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის გურიის რეგიონის მობილიზატორმა ლია მუხაშავრიამ და საქართველოს ფერმერთა ასოცოაციის წარმომადგენლებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

რამდენიმე ადგილობრივ ფერმერს უკვე წარდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია დაფინანსების მისაღებად.

მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს.
ადგილობრივმა ფერმერებმა ინტერესი გამოხატეს ხურმის, დაფნის, კენკროვანი კულტურებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი კულტურების ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.

რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებთან მუშაობენ პროგრამის რეგიონის მობილიზატორები, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს უწევენ.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.

'.$TEXT['print'].'