ექსკლუზივი:ლანჩხუთის შესყიდვების სამსახურის უფროსი ეკონომიკის სამსახურს უხელმძღვანელებს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი:ლანჩხუთის შესყიდვების სამსახურის უფროსი ეკონომიკის სამსახურს უხელმძღვანელებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი, მაია აფხაზავა, ამავე მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და ტურიზმის სამსახურს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თავად მაია აფხაზავამ განუცხადა.

მანვე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები მისი შესყიდვების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ:

"მე არავის არ გავუთავისუფლებივარ, უბრალოდ მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობების ზღვარი, მიხარია რომ ახალ გამოწვევებთან მიწევს შეჭიდება. რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? არანაირი მიზეზი, უბრალოდ მე თვითონ გადავწყვიტე ასე"-აცხადებს ქალბატონი მაია.

'.$TEXT['print'].'