დეპუტატი:"მთელი გზა "სუსი"" გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს"
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი:"მთელი გზა "სუსი"" გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს"

გურიიდან რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისისაკენ, დღეს, 16 საათზე, რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, დაგეგმილ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობის მიზნით მეიმგზავრება.

ამ წუთებში კოლონა სამტრედია თბილისის ავტობანზე იმყოფება.

მომიტინგეები შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალკაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

როგორც "გურიის მოამბეს" მსვლელობის ერთ ერთი ორგანიზატორი, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა ატყობინებს, მსვლელობის მონაწილეებს მთელი გზა უშიშროების თანამშრომლები თან დაყვებიან და უთვალთვალებენ.

იგივე განცხადებას რედაქციასTან საუბარში, მსვლელობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამიძე აკეთებს და სოციალუირ ქსელში იმ ავტომანქანის სურათებს აქვეყნებს, რომელშიც თვალთვალის მიზნით ადგილობრივი უშიშროების წარმომადგენლები იმყოფებიან და მომიტინგეებზე თვალთვალს ახორციელებენ.

"მთელი გზა "სუსი"" გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს"-აცხადებენ ასკურავა და ქათამიძე.

 

 

'.$TEXT['print'].'