ვინ მიიჩნეოდა გურიაში ელიტარულ ტერორისტად - "ტერორისტული გურია"
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ მიიჩნეოდა გურიაში ელიტარულ ტერორისტად - "ტერორისტული გურია"

„იავკა“

განსკუთრებული ტერორისტული აქტის  შესასრულებლად საჭირო შემთხვევაში,  გურიის კომიტეტი გასცემდა  „კომიტეტის“ ბეჭედ დარტყმულ ქაღალდს, რომელსაც „იავკა“ ეწოდებოდა.   "იავკიანი"  ტერორისტის ძალაუფლება,  ამ მხრივ, განუსაზღვრელი იყო.

„გამოსასწორებელ იავკას“ -  შეტყობინებას,   ღებულობდა ტერორდანიშნულიც. გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისთვის „მიწა გათხრილი იყო“.( თ.ჟღენტი.„1905წ.გურიაში“. გვ 21) იგი ცოცხლებში აღარ ეწერა.

კომიტეტმა დაიწყო ნადირობა მთავრობის ერთგულ მოხელეებზე. თ.ჟღენტის ცნობით: კომიტეტს  ცნობა  მოუვიდა, რომ პრისტავი კოსტავა, გუბერნატორთან მიემგზავრება ეგზეკუციის მოსათხოვნადო... გადაწყდა მისი მოკვლა. ტერორისტული აქტის შესრულება იკისრეს მიხაკო პაიჭაძემ და  შერმადინ ცინცაძემ. ისინი თავს დაესხნენ პრისტავ კოსტავას. როდესაც იგი საჭამიას სერზე ეტლით მიდიოდა. კოსტავამ მოასწრო ეტლიდან გადახტომა და სკოლის ქვეშ დამალვა. მაგრამ, ტერორისტებმა მას მიუსწრეს და იქვე მოკლეს“.( თ.ჟღენტი, 1905 წელი გურიაში, გვ.47).

ზემოხსენებულ ტერორისტთაგან ერთი,  პაიჭაძე კოსტავას სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ მოიკლა. თ.ჟღენტის ცნობით: „პაიჭაძე მართალია ასრულებდა კომიტეტის დავალებებს, მაგრამ სისხლის  სამართლის დანაშაულსაც ჩადიოდა.  მასში უფრო ყაჩაღურ-ბანდიტური ელემენტი სჭარბობდა, ვიდრე რევოლუციური ( თ. ჟღენტი, იქვე გვ 47). 1905-1907წლებში „კომიტეტის გადაწყვეტილებით გურულმა ტერორისტებმა მოუსავლეთის გზას გაუყენეს „ხალხის მტრები“და „ჯაშუშები“: რაოსი იორაშვილი, თაყაი ღლონტი, პასემ ღლონტი, ილავრი ბერიძე, ძმები გოთუები“. (მმმფ.საქმე N183, გვ 14). კაცთა კვლა, ეჭვმიტანილ პირთა მასიურად მოსპობა მხარეში. მაშინ, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, კაცთა კვლის აღიარებულ  დიდოსტატებად.

„მოძრაობის"  დროს გურიაში იყვნენ ცნობილი ტერორისტები:

მიხაკო  პაიჭაძე, გოგია ძნელაძე, თეოფილე მუხაშავრია, ისაკი ვანიძე, ფარნა ცქვიტნიძე, ყაჭეიშვილი, ლომიძე, ბასილია, კოტია ჟღენტი. რაჟდენ და გოგია ღლონტები, ვასილ შარაშიძე, კიკია  მამულაიშვილი, ალექსანდრე  გოგიბერიძე, შერმადინ ცინცაძე,  მირიან ჭანტურიშვილი (დადიოდა ვარდენ ჯიბუტის პასპორტით, მეტსახელად „ტოგოს“ ეძახდნენ). მიხაკო ლომთათიძე (ძია), მირიან ხომერიკი, ვალოდია გოგუაძე, მელიქის გუნთიაშვილი, დიომიდე ღლონტი, ვალერიან  მეგრელიშვილი, ვანო  აროშიძე, მელიტონ შარაშიძე, ნესტორ ძიძიგური, ხალამპრი ქავჟარაძე, სილევან ივანიაძე, დიომიდე ღლონტი, კ.სანიკიძე,

მათითაიშვილი და სხვა.

ყაჭეიშვილი და ბასილია მოკლეს ტუაფსეში ფულის გატაცების დროს.

ესენი უგებდნენ წესს გამოუსწორებელ შავრაზმელებს და ხალხის დაუნდობელმტრებს“.( თ. ჟღენტი, 1905 წელი გურიაში გვ 46).

გამუდმებულმა ტერორმა და შანტაჟმა ძრწოლა მოჰგვარა „პატარა გურიის“ ადმინისტრაციულ ხელისუფლებას. „ხმა დადისო იუწყება „ცნობის ფურცელი“,-ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია მუშაობას თავს ანებებს. უკვე წასულა  სამსახურიდან სუფსის ბოქაული ქავთარაძე. სამ თებერვალს ბოქაულის კვაშალის სახლს ბერდანები დაუშინეს“(ცნობის ფურცელი 1905 წ  N2739,გვ 3).

'.$TEXT['print'].'