ვახტანგ ზენაიშვილი:"კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებიდან არ ჩამოგივარდეთ ბ-ნი ბიძინა"
ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი
ვახტანგ ზენაიშვილი:"კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებიდან არ ჩამოგივარდეთ ბ-ნი ბიძინა"

პრემიერის გადადგომაზე და ...

"ოცნება" სოციალისტური პარტიაა, "რეფორმები", რომელიც განახორციელეს და რომელშიც ბახტაძეც მონაწილეობდა სოციალისტური ყაიდისაა. ყველა კანონი რომელიც მიიღეს, ყველა რეგულაცია, რომელიც განახორციელეს სოციალისტურია. აქედან დასკვნა: არაფერი შეიცვლება! პირიქით უარესობისკენ წავა, ვინაიდან სოციალიზმი როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმდინარეობა არ მუშაობს (ვენესუელა, ნავთობის ქვეყანა და თავის დროზე უმდიდრესი, გაამათხოვრა. საბჭოთა კავშირი ჩამოშალა და ა.შ და ა.შ.)
ელისუფლებაში მყოფთათვის სოციალიზმი ერთობ სასურველი რამ არის: მთელი ქონება მათია და შუძლიათ ჭამონ და თქვლიფონ სანამ ეყოფათ და პასუხი არაფერზე აგონ. გამსახურდიამ თავის დროზე თავი შეიკავა სახელმწიფო ქონების განკერძოებისგან და სახელმწიფო კაპიტალიზმზე დაიწყო საუბარი რაც სოციალიზმის ერთ-ერთი ფორმაა, ასევე შევარდნაძემ. მერე სააკაშვილმა იწვალა, ბენდუქიძემ ძლივს გამოგლიჯა რაღაცეები ხელიდან, ამტომაც მიახსნა ეტყობა ოთხ მილიარდიანი დახმარება რომ მიიღო ომის შემდეგ, იფიქრა უკვე აღარავინ მჭირდებაო, რეფორმები შეწყვიტა და სოციალიზმს მიაწვა. ივანიშვილმა, რომელიც რატომღაც, თავისუფალი ბაზრის მომხრედ მიმაჩნდა (დიდი ფულის პატრონია და ეტყობა სტერეოტიპმა იმუშავა,ვერ გავაცნობიერე, რომ ფული ორნაირად იშოვება 1) ბაზარზე გამოტანილი ,მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგებით და 2) როდესაც სახელმწიფოს მიერ ხარ ზურგგამაგრებული და მომხმარებელს ძარცვავ) სოციალისტი ვარო თქვა და სოციალისტური პარტია შექმნა, აბა რას იზამდა, სოიალიზმის დროს ვინც პირველი კაცია იმისაა ყველაფერი, არც კონკურენტი შეგაწუხებს არც გაკოტრების შიში. ჰოდა გამოხრავ ამ ქვეყანას სანამ ჩამოიშლება თავისით (ჩამოშლით აუცილებლად ჩამოიშლება, ვინაიდან სოციალიზმი დოვლათს ვერ ქმნის) და სანამ პატერნალიზმით ტვინგამორეცხილი საზოგადოება რამეს მიხვდება...
ერთი სიტყვით პრობლემა სოციალიზმია, რომელზეც არც მთავრობა აპირებს უარის თქმას და არც ხალხი. ერთი მერცხლის ("გირჩი") ჭიკჭიკს გაზაფხული აბა როდის მოუყვანია?!
სწორედ ზემოჩამოთვლილ ქმედებათა შედეგია, რომ საქართველოს ეროვნული სიმდიდრის, მთელი ქონების 80% სახელმწიფოს ხელშია...
P.S. კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებიდან არ ჩამოგივარდეთ ბ-ნი ბიძინა, "გარდაქმნის პროჟექტორი" მიუნათეთ!

'.$TEXT['print'].'