ლანჩხუთის "გურია" საქართველოს თასის მერვედფინალში "სამტრედიას" შეხვდება
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის "გურია" საქართველოს თასის მერვედფინალში "სამტრედიას" შეხვდება

ეროვნულ ლიგა 3 ში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურია" საქართველოს თასის მერვედფინალში ეროვნული ლიგა 1-ის მაჩანჩალა "სამტრედიას" შეხვდება და თუ გავითვალისწინებთ "სამტრედიას" დღევანდელ ფორმას, ასევე იმას რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ერთ მატჩიანი დუელით ხდება და ეს მატჩიც "ევგრაფი შევარდნაძეზე" გაიმართება, სავარაუდოდ გურულებს მეოთხედფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვთ.

18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ექვსმა, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან სამმა გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 

ვიტ ჯორჯია 2 - გაგრა;

ტორპედო - რუსთავი;

გარდაბანი - შუქურა;

მერანი - დინამო თბ;

გურია - სამტრედია,

ლიახვი ცხ - მეტა;

ვიტ ჯორჯია - ჩიხურა;

თელავი - დილა.

1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

'.$TEXT['print'].'