დღეს ლანჩხუთში ფესტივალი "არტგენი" დასრულდება
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ლანჩხუთში ფესტივალი "არტგენი" დასრულდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში მიმდინარე,  ფესტივალი ,,არტ-გენი“  დღეს  ეგნატე-ნინოშვილის სახლ-მუზეუმში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს არჩეულში პირველად ჩატარდება, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ფოლკლორი, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი ,,ფრანი“ გამართავს.

,,მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს ჩვენი მუნიციპალიტეტის ულამაზესი სოფელი არჩეული უმასპინძლებს. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხალხური რეწვის,ზეპირსიტყვიერების, ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. ვეპატიჟებით ყველას და მოვუწოდებთ შემოგვიერთდენენ „არტ-გენზე“ ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში“, აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალი არჩეულში პირველად ჩატარდება, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ფოლკლორი, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი ,,ფრანი“ გამართავს.

'.$TEXT['print'].'