„გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარება - ინტეგრირებული მიდგომა“
ავტორი: გურიის მოამბე
„გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარება - ინტეგრირებული მიდგომა“

ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარება - ინტეგრირებული მიდგომა“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, დღეს გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

როგორც ერასმუსის უნივერსიტეტი როტერდამში, ურბანული განვითარების ინსტიტუტის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლი პენიკმა აღნიშნა, პროექტის მიზანი არის გურიაში ტურიზმის მდგრადი განვითარების თემაზე გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების სპეციალისტების გადამზადება და Tailor-Made Training programme - ის კურსის გავლა. ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ექსპერტებისგან. ჰოლანდიის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება. ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული რეგიონული სტრატეგიის ტურიზმის განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ მოქმედებებს, პასუხისმგებელ პირებს და საჭირო რესურსებს მოკლევადიანი ინტერვენციისთვის.

'.$TEXT['print'].'