დღეს ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

დღეს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება და მას მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში ორი ოთახი და ერთი სადისკუსიო დარბაზი დაეთმობა.

როგორც ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, ლადო აფხაზავამ "გურიის მოამბეს" უთხრა, ერთი ოთახი იქნება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ოთახი, სადაც თავმოყრილი იქნება გასულის საუკუნის დასაწყისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი ფოტო, ვიდეო მასალა და დოკუმენტური ლიტერატურა, ასევე შემდეგ დროინდელი ოკუპაციის ამსახველი მასალები.

"მეორე ოთახში კი განთავსდება იგივე ტიპის მასალები ოღონდ გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან დღემდე.

მუზეუმში იქნება ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადისკუსიო დარბაზი"-გვითხრა აფხაზავამ. 

ოკუპაციის მუზეუმი  "უსაფრთხოების ფონდთან" თანამშრომლობით, პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა.

'.$TEXT['print'].'