ლანჩხუთის "გურია"მ ფიფას ვერდიქტი შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის "გურია"მ ფიფას ვერდიქტი შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს

საქართველოს ეროვნულ ლიგა სამში მოასპარეზე ს.კ. ლანჩხუთის "გურია"მ, ფიფას ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც კლუბს ერთ-ერთი ბრაზილიური გუნდის სასარგებლოდ 40500 ევროს გადახდა დაეკისრა, შესაძლოა სასამართლოში გაასაჩივროს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამ წუთისათვის მიმდინარეობს ვერდიქტის შესწავლა და საბოლოო პოზიციას კლუბი დღის მეორე ნახევარში ჩამოაყალიბებს.

ლანჩხუთის "გურია" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა და მას სწორედ ეს უკანასკნელი აფინანსებს.

როგორც ირკვევა "გურია" ჯერჯერობით იმაზეც არ არის ცამოყალიბებული სამოქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს ფიფას გადაწყვეტილებას, თუ ფიფას საარბიტრაჟო სასამართლოში.

ცნობისათვის: გუშინ გახდა ცნობილი, რომ, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“,  ფიფას ვერდიქტით ახალი ფინანსური სანქციები დაეკისრა.

„გურიას“, ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბის სასარგებლოდ 40500 ევროს, ხოლო უშუალოდ ფიფასთვის ხუთი ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

საქმე 2016 წელს ლანჩხუთურ კლუბში მოთამაშე ბრაზილიელ ლეგიონერს ეხება, რომლის აღმზრდელმა კლუბმაც მიმართა ფიფას საჩივრით და „გურიასგან“, აღნიშნულ თანხას ფიფას წესების დარღვევის სანაცვლოდ ითხოვს, 

'.$TEXT['print'].'