გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

„შიფთ გლობალ კომპანის“ (Shift Global company) თავმჯდომარე მუჰამად არიფი, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ზელიმკჰან დადაევი და ალექსანდერ ბონდარენკო გუბერნატორის მოადგილეებს ქეთევან მოისწრაფეშვილს, გია ებრალიძეს და არჩილ ყაზაიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, რეგიონის აგრარული სექტორის პოტენციალზე, ტურიზმზე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

'.$TEXT['print'].'