რატომ ემალება წილოსანი ხალხს-ლანჩხუთში მაჟორიტარს ეძებენ
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ ემალება წილოსანი ხალხს-ლანჩხუთში მაჟორიტარს ეძებენ

ჭანჭათის მაცხოვრებლები ხელისუფლებისაგან ღამის განათებებში, რომელიც, მათივე თქმით, ხმების სანაცვლოდ სოფელში არჩევნების წინ დაამონტაჟეს, ნათურების ჩასმას ითხოვენ, რადგან ღამით სოფელში მგლების შიშით ვერ დადიან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის (აკეთის თემი), მოსახლეობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს უყურადღებობაში და დანაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

დღეს სოფელში მოსასხლეობის ერთი ნაწილი შეიკრიბა და როგორც ხელისუფლების ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის სქმიანობა გააკრიტიკა.

მოსახლეობა ხელისუფლებისაგან არჩევნების პერიოდში დაპირებული შიდა გზების მოწესრიგებას, გაზსა და წყალს ითხოვს:

რომან ჩიჩუა; ადგილობრივი: "დღეს ჭანჭათში პრობლემაა ყველაფერი. არ არის შუწი, არ არის გაზი, არ არის წყალი და არ არის გზა. ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს, ფულს არავინ არ მოგვიტანს ახლა და თუ მოგვცემენ კაია. ხელისუფლებაში გვეუბნებიან, გვპირდებიან დღეს იქნება ხვალ იქნება, დღეს იქნება ხვალ იქნება და მედღემერხვალიას სულ უწვიმდაო - ე, ისე გვჭირს ჩვენ. აი ხალხი ახლა ვისაც ხედავთ აქანე, მე მეჩხუბებიან სულ, შენ არ მოგაქციენ ყურადღება ასჯერ ცადი ლანჩხუთშიო და ჩვენ ვინღა მოგვაქცევსო?"

ლილი დუმბაძე; ადგილობრივი: "გვინნდა გზა რომ "სკორი" ამოვიდეს. ამ ხნის ქალი რომ ჩავალ იქ, ტვირთს ამხელა გზაზე ამოვიტან და ვჭამ ის თუ შეიძლება ადამიანს შეგერგოს? წილოსანი იყო, მოვიდა საპარლამენტო არჩევნების დროს, ყველაფერი დაგვპირდა, გაზიო? გაზზე არაა ლაპარაკი მაგი რა პრობლემააო, ერთადერთს ვითხოვთ-გზას. ეს რა პრობლემააო წილოსანმა, ხმა მომეცით და გზაც გექნებათ, წყალიც გექნებათ და ავტობუსიცო. ახლა ისეთი ამბავია ავტობუსი ცენტრამდეც არ ამოდის, რა ქნას იმ კაცმა ასეთი გზების შემხედვარე მეც არ ვიზამდი. წილოსანი საერთოპდ დამალულია, იქ არ გვხვდება რომ ჩავიდეთ და შევხვდეთ. ვინ მოვა ახლა არჩევნებზე და აქედან ხმას წაიღებს? ვერცერთი!"

მთვარისა მელუა; ადგილობრივი: "პირველი რიგის პრობლემა რა თქმა უნდა გზაა, შემდეგ გარე განათება, 2017 წლის არჩევნებზე ხმების სანაცვლოდ მოგვიტანეს ეს ლამპიონები, დაგვიყარეს, მგლები ქუჩაში დადის, ხალხს ერთმანერთთან მისვლა გვეშინია საღამოს, ამდენი ხანია ვიტხოვთ და ნათურები არ ჩადეს შიგნით, ჩამოკიდეს ბოძებზე ნათურების გარეშე და ასეა თითქმის ერთი წლის შემდეგაც. ვაპირებთ ჩავატაროთ აქცია, ან გზას გადავკეტავთ ან ლანჩხუთის მერიის წინ გავმარტავთ აქციას, რადგან ხელისუფლებიდან მხოლოდ დაპირებებია და მეტი არაფერი."

ვერიკო წულაძე; ადგილობრივი: "პირველ რიგში რა პრობლემაცაა ეს არის გზა, რომლის გამოც ვერ მივდივართ სამსახურში, ბავშვები ვერ დაგვყავს ბაღში. რადგან ვერ ამოდის ტრანსპორტი. ყველაზე უკიდურესი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის აქცია. ვნახოთ რა იქნება ამ აქციის შემდეგ, ანუ გზაა უპირველეს ყოვლისა და ამ მთავრობას მხოლოდ არჩევნების შემდეგ არ უნდა ვახსენდებოდეთ."

'.$TEXT['print'].'