"ნაციონალების" ინიციატივა მთავრობისაგან კომპენსაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით "ოცნებამ" ჩააგდო
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალების" ინიციატივა მთავრობისაგან კომპენსაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით "ოცნებამ" ჩააგდო

ოზურგეთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის საკრებულოსაგან მთავრობის სახელზე ერთობლივი განცხადების გაკეთებას ითხოვს, რომელშიც საუბარი იქნება გურული გლეხებისათვის აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციების გაცემაზე.

ამის შესახებ განცხადება, გუშინ გამართულ, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, შალვა თავდიშვილმა გააკეთა.

თუმცა "ნაციონალების" ინიციატივას საკრებულოს უმრავლესობამ და "ქართული ოცნების" დეპუტაციამ მხარი არ დაუჭირა.

"ნაციონალები" მიიოჩნევენ რომ მთავრობის მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა კრახით დასრულდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 62 მილიონი კი "უბრალოდ შეიჭამა".

მეტიც, როგორც საკიტხის ინიციატორი, შალვა თავდიშვილი აცხადებს:"განადგურდა ბოსტნეული, სიმინდი, ხეხილი"-ფაროსანა კი გამრავლდა და ფაროსანთა შარშანნდელ რიცხვს მათი "შვილები და შვილიშვილები შეემატნენ".

'.$TEXT['print'].'