FAO : იანვრიდან საწარმოები უპასპორტო ძროხისგან მიღებულ რძეს აღარ ჩაიბარებენ
ავტორი: გურიის მოამბე
FAO : იანვრიდან საწარმოები უპასპორტო ძროხისგან მიღებულ რძეს აღარ ჩაიბარებენ

 

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოები აღარშეიძენენ რძეს იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არაა იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნული ცვლილებებისა და თავად იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO-მ დასავლეთსაქართველოშიფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი რეგულაციის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამურნეო, კერძოდ კი მეცხოველეობის სექტორში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემისა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მიმდინარეობს გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნებით და ცხოველთა რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში. პროგრამის უმთავრეს მიზანს ცხოველის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობა წარმოადგენს, ანალოგიური მიზანი აქვს იმ რეგულაციასაც, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO, იდენტიფიკაცი-რეგისტრაციისპროგრამისხელმძღვანელისმიხეილსოხაძისგანმარტებით, რეგულაციამიკვლევადობისდა რძის პროდუქტების ხარისხისა და კეთილსაიმედოობის გაუმჯობესებას საფუძველია.

„ამ ცვლილებისუმთავრეს მიზანს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა წარმოადგეს. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველების იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდე დაავადებების რისკი“ - აცხადებს მიხეილ სოხაძე.

შეხვედრის ფარგლებშივე ყურადღება გამახვილდა ზოონოზურ (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებებზე, ისეთი როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვა.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში რამოდენიმეჯერ უტარებს, სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებულ უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ...) და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით. ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ.

იდენტიფიკაციის სისტემისმიზანია, ცხოველთა მიკვლევადობა და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა, რომელიც პირდაპირ კავშირშია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზასთან.

2016 წლიდან იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

'.$TEXT['print'].'