"მიწების დატაცება,საეჭვო აუქციონები,კრიმინალების თარეში" - "ევროპული საქართველო" აუდიტის ანგარიშს ეხმაურება
ავტორი: გურიის მოამბე
"მიწების დატაცება,საეჭვო აუქციონები,კრიმინალების თარეში" - "ევროპული საქართველო" აუდიტის ანგარიშს ეხმაურება

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის აუდიტორული შემოწმების დასკვნა, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა ღრმა კორუფციაშია ჩაფლული ქვეყნის ხელისუფლების ყველა რგოლი .ილუზია და ხალხის თვალში ნაცრის შეყრაა იმის მტკიცება, რომ ამ კორუფციულ ჯაჭვში გამონაკლისები არსებობენ. აქ ყველა და ყველაფერი უკვე კორუფციის მორევშია ჩათრეული , რომელიც ქვეყანას თავბრუდამხვევი სისწრაფით უფსკრულისკენ მიაქანებს" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი, გაზეთ "გურიის მოამბეს" ვებ გევრდზე, გუშინ გამოქვეყნებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისას.

გოგოტიშვილის განცხადებით,კორუფცია უკვე ,,ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა და მასზე არამარტო ოპოზიცია, არამედ, უკვე სახელმწიფო აუდიტიც საუბრობს და გვერდს ვერ უვლის იმ მკაცრ რეალობას, რომლის წინაშეც საზოგადოება მოქმედმა ხელისუფლებამ დააყენა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ხაზინის ქურდების, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეების ქმედებებზე სამართლებრივ რეაგირებებს.მეტიც, ე.წ.მხილებულ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან ჩამოშორების შემდეგ,, ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციების ხელმძღვანელებად ან სახელისუფლო კანდიდატის შტაბის მეთაურებად მოგვივლენენ ხოლმე. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა დღიღიდღე ხდება ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი. გარდა იმ უზარმაზარი საგარეო გამოწვევებისა, რის წინაშეც ოცნების თავსმოხვეული კანდიდატის გამო უკვე აღმოვჩნდით, არანაკლებ საფრთხეებთან გვიწევს გამკლავება ქვეყნის შიგნითაც. კორუფცია, ნეპოტიზმი, მიწების უკანონოდ მითვისება,ფარული გარიგებები, საეჭვო აუქციონები, ხალხის ფულის ფლანგვა, ქუჩის გარჩევები, კრიმინალების თარეში- ეს არასრული ჩამონათვალია ხელისუფლების იმ ქმედებებისა, რასაც ჩვენი მოსახლეობა მთელი ეს წლები ხედავს და ითმენს. სწორედ ქართული ოცნების ამ პოლიტიკამ სახემწიფოებრიობის ყველა ნიშანი, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლის პირას მიიყვანა. 
დღეს უკვე ყველამ იცის და ხედავს, რომ ,,ქართული ოცნება“ რყვნის, ანგრევს, ანადგურებს.
,,ქართული ოცნება“ არის გზა უკან, სიბნელისა და რეგრესისაკენ!
არჩევნებზე მისვლა და ამ პოლიტიკური ძალის მშვიდობიანად გასტუმრება თითოეულის სახელმწიფოებრივი მოვალეობაა.ახლა ყველაზე მეტად აქტიურობა გვჭირდება, ხალხმა საკუთარი ძალა უნდა დავანახოთ ქვეყნის დამპაუზებლებს"-ნათქვამია მიხეილ გოგოტიშვილის განცხადებაში, რომელიც მან საკუტარ "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა;

 

'.$TEXT['print'].'