გია თვალავაძე გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს-ლანჩხუთი საპროტესტო აქციებისათვის ემზადება
ავტორი: გურიის მოამბე
გია თვალავაძე გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს-ლანჩხუთი საპროტესტო აქციებისათვის ემზადება

ამ წუთებში ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სუსის მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული, ჯანდაცბის სამინისტროს მარალჩინოსანი, გია თვალავაძე გულის შეტევით კლინიკაშია გადაყვანილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძიოს დაკავების გამო, მის მშობლიურ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივ საზოგადოებას, სადაც დაკავებული უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, არ სჯერავს გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების და მას შეთითხნილს უწოდებს.

ლანჩხუთელები რამდენიმე დღის წინ იქ ჩასულ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს ხელისუფლება უჭერს, გია თვალავაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ლანჩხუთელების მიერ სოციალურ ქსელებში გია თვალავაძის მხარდამჭერი კამპანია მიმდინარეობს, სადაც საპროტესტო აქციებს მომავალშიც აანონსებენ:

"სადმე, ამ ქვეყანაზე, ამ დუნიაზე და თუნდაც, ამ გალაქტიკაზე ლანჩხუთლებს ბატონ გია თვალავაძეზე დიდი გულშემატკივარი და ხელშემწყობი არასდროს გვყოლია. წესიერებით და სიკეთის კეთებით დაიმსახურა ამ ადამიანმა ეს სიყვარული და სახელი. მისი გაკეთებული საქმეებით ბევრი ლანჩხუთელი დღეს ამაყობს. ნამდვილად ამაყობს. როცა წლების წინ ესა თუ ის კანდიდატი განიხილებოდა ჩვენი გაძვალტყავებული რაიონის მაჟორიტარად ყველა ერთხმად აღიარებდა - ბატონი გია უალტერნატივო იყო. ის პოლიტიკაში არასდროს მოსულა, მან პოლიტიკის გარეშეც შეძლო რომ ყველას უყვარს დღესაც. ის, დღეს დასაჯეს, როგორც ჩანს, კეთილი საქმეები ვერ აპატიეს ყველა ლანჩხუთელის ყველაზე დიდ გულშემატკივარს. 
თავისუფლება ბატონ გია თვალავაძეს! 
ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი დროულად დაგვიბრუნდეს! 
ის მუდამ ჩვენი მხარდამჭერი იყო და იქნება! 
ახლა კი ჩვენ დავუჭიროთ მხარი მის თავისუფლებას!"-წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ადგილობრივი ჟურნალისტი ლაშა სარჯველაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე რამდენიმე დღის წინ, სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა. 

გუშინ მას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

'.$TEXT['print'].'