თვალავაძის მხარდასაჭერად ლანჩხუთში ხვალ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება
ავტორი: გურიის მოამბე
თვალავაძის მხარდასაჭერად ლანჩხუთში ხვალ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება

ხვალ, 13 საათზე,  ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში გია თვალავაძის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება!!!

სუსის მიერ დაკავებული ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გია თვალავაძის მხარდასაჭერად ლანჩხუთში ხვალ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება:

ინფორმაციას ამის შესახებ  სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი დარეჯან ბურჭულაძე ავრცელებს

"ლანჩხუთელებო! დავდივართ ხალხში და ვაგროვებთ გია თვალავაძე მხარდასაჭერ ხელწერებს! მოსახლეობას სურვილი აქვს ღიად დაუჭიროს მხარი ბატონ გიას! ამიტომაც, ხვალ, დღის პირველ საათზე, შევიკრიბოთ, ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში, ფანტანებთან! ჩვენი სოლიდარობა ღიად გამოვხატოთ, სლოგანით -თავდებში ვუდგებით ბატონ გიას და გამოძიების დასრულებამდე,ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლომ გააუქმოს გადაწყვეტილება წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შესახებ! არანაირი პოლიტიკური განცხადებები! დავდგეთ პოლიტიკაზე და ამბიციებზე მაღლა! გამოვუცხადოთ სოლიდარობა ლანჩხუთის მეჭირნახულეს!" - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუტარ გვერდზე ბურჭულაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე რამდენიმე დღის წინ, სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა. 

 

გუშინ მას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დღეს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გია თვალავაძე გულის შეტევით კლინიკაშია გადაყვანილი

'.$TEXT['print'].'