"პროგრეისის სახლი" - ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის მომსახურების მიწოდება განსხვავებულია
ავტორი: გურიის მოამბე
"პროგრეისის სახლი" - ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის მომსახურების მიწოდება განსხვავებულია

ამ დღეებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა არბაზში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, გაიმართა მუნიციპალური სერვისებით გამოვწეული მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისების შეფასებისა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გასაზომად ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრა - პროგრესის სახლმა განახორციელა.  კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე კომუნალური  სერვისების ხელმისაწვდომობა.

კვლევა ორ ეტაპიანია, პირველი ეტაპის ანგარიშის შედეგმა აჩვენა, რომ მომსახურების მიწოდება გარკვეულწილად განსხვავდება ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში.

კვლევა ჩატარდა ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე არსებულ 52 ქუჩაზე, რომელიც დაყოფილია ოთხ საარჩევნო უბნად. გამოყენებული იყო შეფასების რამდენიმე მეთოდი: ორგანიზაციული ჩანაწერების შესწავლა, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სოციოლოგიური გამოკითხვა და კვალიფიციურ დამკვირვებელთა რეიტინგი (შეფასება). კვლევის მეორე ეტაპი იგეგმება 2018 წლის შემოდგომაზე იგივე მეთოდების გამოყენებით.

ორგანიზაციის მიზანია მექანიზი, რომელიც ურბანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიითაა შემუშავებული, დაინერგოს მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებში. რათა უფრო მოსახერხებელი გახდეს გაწეული სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების გაზომვა.

პროექტი „ელექტრონული მექანიზმები ღია თვითმმართველობისათვის“ ხორციელდება ინოვაციების და სამოქალაქო განათლების ცენტრი - პროგრესის სახლის მიერ  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS - ის პროექტის ფარგლებში.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ - http://guria.ge


 

'.$TEXT['print'].'