დავით მამალაძე :"დარწმუნებულები ვართ "ლეიბორისტები" მეორე ტურში ხმას სახელისუფლებო კანდიდატს არ მისცემენ"
ავტორი: გურიის მოამბე
დავით მამალაძე :"დარწმუნებულები ვართ "ლეიბორისტები" მეორე ტურში ხმას სახელისუფლებო კანდიდატს არ მისცემენ"

"დარწმუნებულები ვართ "ლეიბორისტები" მეორე ტურში ხმას სახელისუფლებო კანდიდატს არ მისცემენ, თუმცა მოწოდებებისაგან თავს შევიკავებთ, სრული თავისუფლებაა, გადაწყვეტილებას მიიღებენ ინდივიდუალურად, თუმცა კვლავ ვიმეორებ, ის რომ ჩვენმა ამომრჩეველმა მხარი ოლიგარქიულ დიქტატურას დაუჭირონ-გამორიცხულია"

ეს განცხადება, "ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, დავით მამალაძემ, დღეს, "გურიის მოამბესთან" საუბარში გააკეთა:

"ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომლებიც არ ვფინანსდებით მილიონებით არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან, აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში ვიბრძშვით ტავისუფლებისათვის, დანარჩენი ვნახსოთ, ვიწყებთ მზადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის" - დასძინა მამალაძემ.

ცნობისათვის: შალვა ნათელაშვილს 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთში 1222 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 3,85 % ია; ლანჩხუთში - 584 ხმა, 3,82%;ხოლო ჩოხატაურში - 2,42%, 255 ხმა;

'.$TEXT['print'].'