ლადო ვადაჭკორია: "ადგილობრივი "რესპუბლიკელები" მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ"
ავტორი: გურიის მოამბე
ლადო ვადაჭკორია: "ადგილობრივი "რესპუბლიკელები" მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ"

ლადო ვადაჭკორია:"ადგილობრივი "რესპუბლიკელები" მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ"

ამის შესახებ განცხადება, ოზურგეთში,  "რესპუბლიკელების" ადგილობრივმა ლიდერმა, ლადო ვადაჭკორიამ "გურიის მოამბესტან საუბარში გააკეთა:

"თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენმა პარტიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით და ჩვენც თავისთავად მხარს "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით რა ფორმით, შესაძლოა ეს იოყოს მხოლოდ ხმის მიცემა და საინფორმაციო აგიტაცია თუ შტაბებში მუშაობა, თუმცა ის, რომ მხარს ვუჭერთ-გადაწყვეტილია"-გვითხრა ვადაჭკორიამ.

ცნობისათვის: 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლადო ვადაჭკორია "შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის ერთ ერთი ხელმძღვანელი იყო:

დავით უსუფაშვილმა ოზურგეთში 512 ხმა ანუ ამომრჩეველთა 1,61% მხარდაჭერა მიიღო, ჩოხატაურში 193 ხმა, ამომრჩეველთა 1,83%, ხოლო ლანჩხუთში ასევე 193 ხმა, რაც ამომრჩეველთა 1,26%-ია;

'.$TEXT['print'].'