მიხეილ გოგოტიშვილი: "გამარჯვება გარდაუვალია და მზად ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბთან ერთად მუხლჩაუხრელი მუშაობისათვის"
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ გოგოტიშვილი: "გამარჯვება გარდაუვალია და მზად ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბთან ერთად მუხლჩაუხრელი მუშაობისათვის"

მიხეილ გოგოტიშვილი: "გამარჯვება გარდაუვალია და მზად ვართ გრიგოლ ვაშაძის შტაბთან ერთად მუხლჩაუხრელი მუშაობისათვის"

"როგორც თბილისში, ასევე ადგილებზე შეიქმნება საკოორდინაციო საბჭოები და  ვფიქრობთ რომ ოზურგეთში 15% ზე გაცილებით მეტი შეგვიძლია და ეს ასეც მოხდება, რადგან ჩვენ სირთულეები ამ მიმართებით წინ არ გველოდება-"ნაციონალურ მოძრაობასთან" ბევრის რამ გვაქვს საერთო და ერთმანეთთან გვაკავშირებს"

ეს განცახდება "ევროპული საქართველოს" ადგილობრივმა ლიდერმა, მიხეილ გოგოტიშვილმა დღეს, "გურიის მოამბესთან" საუბარში გააკეთა;

"ჩვენი პოზიცია უკვე ყველასათვის ნათელია, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ეს დააფიქსირა, ამ წუთებში მიმდინარეობს ცენტრალურ დონეზე საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საარჩევნო კამპანიისას, მეორე ტურამდე, მოახდენს ჩვენი ძალების კოორდინაციას, შესაძლებელია ასეთივე საკოორდინაციო საბჭოები შეიქმნას ადგილებზე, ჩვენ არ შეგვიწყვეტია საქმიანობა ამ მიმართულებით, შევხვდით უკვე აქტივს და დავსახეთ გეგმები, შევხვდით ასევე თბილისში გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებს გურიის შტაბიდან. ახლა პირველ რიგში დავჯდებით და გავააანალიზებთ იმ შეცდომებს, რაც დავუშვით პირველ ტურში, ახალს არაფერს არ ვიტყვი თუ განვაცხადებთ რომ შედეგი გაცილებით უკეთესი უნდა ყოფილიყო და სწორედ ასეთ შედეგს ველოდებით ჩვენ-'ევროპული საქართველო" ჩვენი მხრიდან მეორე ტურში, ვფიქრობთ რომ ოზურგეთში 15% ზე გაცილებით მეტი შეგვიძლია და ეს ასეც მოხდება, რადგან ჩვენ სირთულეები ამ მიმართებით წინ არ გველოდება-"ნაციონალურ მოძრაობასთან" ბევრი რამ გვაქვს საერთო და ერთმანეთთან გვაკავშირებს. ველოდებით თბილისიდან უფრო ზუსტ მითითებებს და მომავალი ორშაბათიდან "ევროპული საქართველო" საქმეზე გადავა"-გვითხრა გოგოტიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოზურგეთში 4288 ხმა, ანუ ამომრჩეველთა 13,5 % მხარდაჭერა მიიღო, ლანჩხუთში - 3074 ხმა, ანუ ამომრჩეველთა 20,13%, ხოლო ჩოხატაურში - 1655 ხმა, ამომრჩეველთა 15,71%;

'.$TEXT['print'].'