ბიძინა ივანიშვილის მოპარული ჰუმუსი და საძოვრების გარეშე დარჩენილი ჩიბათელები
ავტორი: გურიის მოამბე
ბიძინა ივანიშვილის მოპარული ჰუმუსი და საძოვრების გარეშე დარჩენილი ჩიბათელები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მოსახლეობის ნაწილი და რიონისპირა სოფლის საძოვრებზე დამოკიდებული მესაქონლეები, ქვეყნის ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ნიადაგის მითვისებაში ადანაშაულებენ.

მეჯოგეების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიიდან ექს პრემიერი, სავარაუდოდ საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის მინდვრის საფარს ეზიდება, რაც ავტომატურად სოფელსა და რიონისპირას მცხოვრებ მესაქონლეებს საძოვრის გარეშე ტოვებს.

კურიერის გადამღებ ჯგუფს ადგილზე მისვლისას წასაღებად გამზადებული მინდვრის საფარი დახვდა.

ჩიბათში აცახდებენ, რომ მოსახლეობა დაშინებულია და პროტესტის ღიად დაფიქსირების ეშინიათ

90 წელს მიტანებული ოლგა კლიმენკო, რომელიც საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში, ცხოვრობს, იხსენებს, რომ: "რამდენიმე დღის წინ, როცა დაინახა უცხო პირები მინდვრის საფარს იღებდნენ, 112-ში დარეკა და პატრული გამოიძახა, პატრულმა მოსვლისთანავე აუხსნა მას, რომ უმჯობესი იქნებოდა თანხა აეღო, რადგან საქმეში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესები იყო და მინდვრის საფარის გატანას წინ ვერავინ აღუდგებოდა"

ჩიბათში მცხოვრები დავით ფუტკარაძე ჩვენთან საუბარში იმ საშიშროებაზე საუბრობს, რომელიც სოფელს ემუქრება:"მთელი სოფელი თავს მესაქქონლეობით ვირჩენთ, ახლა თუ საძოვრები დავკარგეთ, შიმშილი გვემუქრება, მე მარტო რა უნდა ვქნა? ხალხმა ხმა ხომ უნდა ამოიღონ და ეს გააპროტესტონ?" კითხულობს ფუტკარაძე.

კატეგორიულია თავის შეფასებებში გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ერთერთი ხელმძღვანელი ლელა ჩახვაძე:"ქართულმა ოცნებამ" ჯერ იყო და შევარდნაძის დროინდელი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობა ააღორძინა ლანჩხუთში, ახლა კიდევ საძოვრების გარეშე ტოვებს ოლიგარქი სოფელს, ჩემი ინფორმაციით, ეს ჰუმუსი ივანიშვილს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადააქვს, ამას ნამდვილად არ დავუშვებთ, მთელს სოფელს დავაყენებთ ფეხზე, ეს კატასტროფაა სრული, ეს ადგილები - ათეულობით ჰექტარი საძოვარი - განწირულია დაჭაობებისათვის. მიწამ რომ ჰუმუსის აცლის შემდეგ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ამისათვის მას 40 დან 60 წლამდე უნდა, ეს ბარბაროსობაა'-აცხადებს ჩახვაძე.

ჰუმუსინეშომპალა (ლათhumus - მიწანიადაგი) — ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად.

ჰუმუსის შედგენილობაში შედის ჰუმინომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის).

ჰუმუსი შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი ხდება. ჰუმუსს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწები. საქართველოსშავმიწებში ჰუმუსი 7%, რუსეთის შავმიწებში 12% აღწევს. შედარებით მცირე რაოდენობითაა ჰუმუსი ეწერ და რუხ ნიადაგებში

'.$TEXT['print'].'