ლანჩხუთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები შერჩევით ხასიათს ატარებს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები შერჩევით ხასიათს ატარებს
ამის შესახებ "გურიის მოამბესტან" საუბარში, განცხადებებს, ადგილობრივები აკეთებენ.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში მცხოვრები ნოდარ კვარაცხელია ჩვენთან საუბარში აცხადებს, მას რამდენიმე თვის წინ სოფელში მომხდარმა სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა, მოვარდნილმა ღვარცოფმა მწყობრიდან გამოიყვანა საცხოვრებელი ეზო და ღობე, თუმცა ხელისუფლება მას მიუხედავად არაერთი დაპირებისა არ ეხმარება, კვარაცხელია დარწმუნებულია რომ ეს მისი გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ხდება.
მისივე თქმით, ის არ არის გამონაკლისი და სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს შერჩევით ხასიათი აქვს და ის პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.
იგივეს აცხადებს, სოფელ ორმეთის მკვიდრი ნუკრი შენგელია, მისი განცხადებით, სოფელ ორმეთის ერთ ერთ უბანში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს ბოლო 6 წელია არაფერი არ გაკეთებულა, ხელისუფლება არც სტიქიის შედეგად დაზიანებული გადასასვლელი საცალფეხო ხიდისა და მილხიდის შეკეთებას აპირებს, როგორც უბნის მაცხოვრებლებმა გაარკვიეს ამის მიზეზად ადგილობრივ მერიაში - უბანში ნაციონალების სიმრავლეს ასახელებენ.
'.$TEXT['print'].'