"არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია" - აქციას ლანჩხუთელი ოფიცერი უერთდება
ავტორი: გურიის მოამბე
"არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია" - აქციას ლანჩხუთელი ოფიცერი უერთდება

"მე ვარ პოლიციის მაიორი რამაზ გვარჯალაძე, ვარ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ჩემს უამრავ მეგობართან ერთად ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ომი საქართველოს არ დაუწყია. ვიცნობ ძალიან ბევრ ლანჩხუთელ პატრიოტს რომლებიც ჩემი და ჩემი მეგობრების გვერდით იბრძოდნენ აგვისტოს დღეებში. ღრმად მწამს და მჯერა მათი მიუხედავად მათი ამჟამინდელი სტატუსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, ისევე როგორც მე ხმას არ მივცემთ და ქვეყნის მთავარსარდლად არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია"-წერს გვარჯალაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე

არა სალომე ზურაბიშვილს! - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

სამხედროები სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.

კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ

'.$TEXT['print'].'