საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურები 24:00 საათამდე გაგრძელდება
ავტორი: გურიის მოამბე
საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურები 24:00 საათამდე გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნოკომისიის  (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემისპროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდებასაქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფსაქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნოსაარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლოორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოსზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ცესკოს 2018 წლის 14 ნოემბრის №53/2018დადგენილება) ბათილობა.
პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მასალა ვრცელდება რეგიონული მედიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში; (დ)
'.$TEXT['print'].'