ბიზნესმენი ლანჩხუთის მერიის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულია
ავტორი: გურიის მოამბე
ბიზნესმენი ლანჩხუთის მერიის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულია

ლანჩხუთის მერიის გადაწყვეტილების გამო - სოფელ შუხუთის ცენტრში მდებარე შენობის აუქციონზე გამოტანა დემონტაჟისა და რეალიზაციის მიზნით-წარმოშობით შუხუთელი ბიზნესმენი, გოგიტა ჩხაიზე იმედგაცრუებულია.

როგორც ჩხაიძემ 'გურიის მოამბესთან" ამ გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, მასთან ლანჩხუთის მერიას ჰქონდა მოლაპარაკება აღნიშნული შენობის რეაბილიტაციაზე, მასში ლელოს მუზეუმის განთავსების მიზნით.

ჩხაიძე აცხადებს, რომ ის თანახმა იყო გამოეყო საჭირო ფინანსები ამ პროექტის განსახორციელებლად და ლელოს მუზეუმი შუხუთში ადგილობრივ მერიასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით აეშენებინა:

"საუბარი იყო იმაზე რომ ლანჩხუთის მერიას უნდა გამოეცხადებინა ტენდერი აღნიშნული შენობის დემონტაჟსა და დასაწყობებაზე, ამ შემთხვევაში პროექტის განხორციელებას წინ არაფერი ედგა, თუმცა ირკვევა რომ ლანჩხუთის მერიამ გამოაცხადა აუქციონი და შენობა გაიტანა გასაყიდად დემონტაჟისა და რეალიზაციის უფლებით, ახლა ამ შენობას და შესაბამისად შენობაში გამოყენებულ ტუფის ქვას მეპატრონე, მესაკუთრე ჰყავს, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, შეეძლოთ ეს ეთქვათ"-გვითხრა ჩხაიძემ.

 

'.$TEXT['print'].'