ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერზე :"ის უშუალოდ იყო საქმის კურსში თუმცა მალულად გაასხვისა შენობა"
ავტორი: გურიის მოამბე
ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერზე :"ის უშუალოდ იყო საქმის კურსში თუმცა მალულად გაასხვისა შენობა"

ლანჩხუთის მერიის გადაწყვეტილების გამო - სოფელ შუხუთის ცენტრში მდებარე შენობის აუქციონზე გამოტანა დემონტაჟისა და რეალიზაციის მიზნით გაოცებულია მესამე სექტორის ცნობილი წარმომადგენელი, წარმოშობით შუხუთელი უფლებადაცველი ლია მუხაშავრია:

"სოფელი გეგმავდა ამ შენობის აღდგენას და რეაბილიტაციას, იმიტომ, რომ ამ ადგილას ყველამ იცის ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება ლელოობურთი,   კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ლელო-როგორც არამატერიალურ კულტურულ ძეგლად ცნობაზე უკვე არის შეტანილი განაცხადი კულტურის სააგენტოში, ასეთი უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც იშვიათია. იყო დონორებთან მოლაპარაკება,რომ ამ შენობის რეაბილიტაცია და შემდგომ მასში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გამართულიყო, მათ შორის ლელოს შემდგომი დაჯილდოება.უამრავი ჩანაფიქრი გვქონდა, მნიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში იყო ლანჩხუთის მერია და უშუალოდ მერიუცებ, მალულად გაასხვისეს შენობა, აქ 22 დან 25 ათასამდე ტუფის თლილი ქვაა, თითოს ღირებულება მინიმუმ ორი ლარია, შენობა 600 ლარად გასხვისდა, ძალიან საწყენია ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ რა თანხები დარჩება მესაკუთრეს, სამაგიეროდ შუხუთს დარჩება ცარიელი ადგილი" - გვითხრა ლია მუხაშავრიამ;

'.$TEXT['print'].'