"ქართული ოცნების" კოორდინატორები საბანკო დავალიანების სანაცვლოდ მოსახლეობას ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვენ
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნების" კოორდინატორები საბანკო დავალიანების სანაცვლოდ მოსახლეობას ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვენ

მოსახლეობა "ქართული ოცნების" კოორდინატორების მხრიდან მასიურ შანტაჟზე ალაპარაკდა.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, მმართველი პარტიის კოორდინატორები დადიან თავთავიანთ უბნებში გაურკვეველი სიებით და მოსახლეობას ატყობინებენ რომ ისინი მთავრობის გადაწყვეტილებთ განთავისუფლდნენ საბანკო დავალიანებებისაგან, მაგრამ ამის სანაცვლოდ არჩევნებზე ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი უნდა შემოხაზონ:

ნინო კილაძე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი მამათი:"ეზოში ვიყავი კარალიოკს ვკრეფდი, მომადგა წითელი მანქანა, დამიძახენ, მივედი, მანქანაში "ოცნების" კოორდინატორები ისხდნენ, მითხრეს მთავრობამ ბანკის ვალები ცამოგაწერა და ხმა ზურაბიშვილს უნდა მისცეო. რომელი ვალები კრედოს მეთქი? არაო, აბა თიბისი ბანკის მეთქი? არაო-ტაოპ[რივატბანკისო, გადავირიე მაგი მე ისედაც გადახდილი მქონდა მეთქი, მთელი სოფლის სიები ჰქონდათ, მაცხოვრებლების და დადიოდნენ სოფელ სოფელ"-იხსენებს კილაძე.

ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრები თენგიზ თარგამაძე:"მოვიდნენ ჩემთან სახლში და მითხრეს, შენი ვალები ბანკებში განულებულიაო, "ოცნების" ორი კოორდინატორი იყო, რომელი ვალი მეთქი და ტაოპრივატბანკში რომ გქონდა 1300 ლარი 7 წლის წინო, კარგი მეთქი და მივედი დღეს საქართველოს ბანში, მითხრეს პრობლემურში იკითხეო, ვიკითხე პრობლემურში და არა რის განულებული, არაფერი არ ჩამოწერილაო მითხრეს"-ყვება თარგამაძე.

გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის შტაბის უფროსი კახა ასკურავა ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს:"მასიურად დადიან მოსახლეობაში "ოცნების" აქტივისტები და ატყუებენ ხალხს თითქოს მათ საბანკო დავალიანება ჩამოეწერათ, სასწრაფოდ მოვითხოვ შსს მინისტრისაგან გაგვარკვიოს საიდან მოხდა ეს სიები, პერსონალური ინფორმაციები, ოცნების ხელში. ეს არის გაუგონარი რამ"-აცხადებს ასკურავა.

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის შტაბში მომხდარს უარყოფენ:"ნაციონალური მოძრაობის ტყუილებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ასეთი რამ არსად არხდება, ოპოზიცია როგორც ყოველთვის იტყუება"-გვითხრა სალომე ზურაბიშვილის ლანჩხუთის შტაბის შეხვედრების კოორდინატორმა, ბაჩო მშვიდობაძემ.

ცნობისათვის: 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან.

'.$TEXT['print'].'